თბილისის 191-ე სკოლაში სოციალური სამართლიანობის დღე აღინიშნა

სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღე თბილისის 191-ე სკოლაში ეკოკლუბის ინიციატივით, სააქტო დარბაზში, ღონისძიებით  აღინიშნა. ღონისძიებაზე მოსწავლეები გამოვიდნენ პრეზენტაციებით. გაეროს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველა ღონე უნდა იხმაროს სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

განსხვავებული ადამიანების დევნამ, განადგურებამ, სისხლისმღვრელმა ომებმა, მრავალი ადამიანი იმსხვერპლა მხოლოდ იმიტომ , რომ ისინი რაიმე ნიშნით სხვებისგან განსხვავდებოდნენ. ასეთი ჩაგვრის მაგალითები გაიხსენეს ბავშვებმა I და   II მსოფლიო ომების სახით, სადაც გერმანიამ ევროპელ ებრაელთა 60%, ბოშათა 1/3, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 50000, იეჰოვას მოწმეები და ა.შ. გაანადგურეს. იგივე ითქმის საბჭოთა კავშირის მიერ მრავალი ადამიანის რეპრესებზე მხოლოდ იმიტომ, რომ მათ რაიმე ფორმით პროტესტი გამოხატეს არსებული ხელისუფლების წინაშე.

ამ ტრაგედიების ფონზე კაცობრიობა დაფიქრდა სოციალური სამართლიანობის მნიშვნელობაზე და სახელმწიფოები მსოფლიო თანამეგობრობის იდეამდე მიიყვანა. შემდეგ შეიქმნა გაეროს მდგრადი განვითარების განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც 2030 წლამდე მოხდება ამ მიზნების შესრულება.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს სკოლის შშმ პირებმა და მათ პრეზენტაციით გამოხატეს თავიანთი განწყობა სოციალური სამართლიანობის დღესთან დაკავშირებით.