ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ტყის მცველნი"-ს წევრებმა, 2020 წლის თებერვალში განახორციელეს მათი სოფლის რეკრეაციული ზონების კვლევა. გთავაზობთ აღნიშნული კვლევის მოკლე ანგარიშს.
ადამიანები და ცხოველები დამოკიდებული არიან მიწაზე არსებული სიცოცხლის სხვა ფორმებზე, როგორც საკვებისა და სუფთა წყლის მიღების და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საშუალებაზე. მცენარეთა სამყარო ადამიანის საკვების დაახლოებით 80%-ს უზრუნველყოფს. ტყეები, რომლებიც დედამიწის ზედაპირის 30%-ს შეადგენენ ხელს უწყობენ ჰაერისა და წყლის სისუფთავესა და დედამიწის კლიმატის ბალანსის შენარჩუნებას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ ცხოველთა მილიონობით სახეობა ბინადრობს. ტყეები და ბუნება მნიშვნელოვანია დასვენებისა და ფსიქიკური კეთილდღეობისთვის. მრავალ კულტურაში ბუნებრივი ლანდშაფტები მჭიდრო კავშირშია სულიერ ფასეულობებთან, რელიგიურ შეხედულებებთან სწავლებასთან.
ეკოკლუბელების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ხეთის მაცხოვრებლები ძალიან ხშირად მიდიან ბუნებაში რეკრეაციული მიზნით, ძირითადად: დასასვენებლად/საქეიფოდ. ტურიზმის მომსახურებაში ძირითადად სოფლის ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. სოფლის ტყეები ძირითადად გამოიყენება შემდეგი კულტურული დანიშნულებით: სპორტული-კულტურული და ეკო ტურები.
სოფელში არსებობს ბუნების უნიკალური ძეგლები, რომლებიც ფართო საზოგადოებამ არ იცის, ესენია: ტბა პაპანწყვირი და ჯეგეთა-წმ. გიორგის ეკლესია.
გამოკითხვისას ეკოკლუბელებმა სოფლის მოსახლეობას სთხოვეს აღეწერათ ეს უნიკალური ძეგლები, რომ გაეცნოთ ფართო საზოგადოებისთვის. გთავაზობთ მათ მოკლე აღწერას:
ტბა პაპანწყვირი ღრმა და ცივია, მნახველი ულამაზეს და საინტერესო ადგილას აღმოჩნდება, თუმცა ტბა დღევანდელი მდგომარეობით საჭიროებს უფრო მეტ მოვლა-პატრონობას, რომ მისით უამრავი ტურისტი დაინტერესდეს და ეს ტბა სერიოზულ რეკრეაციულ ზონად იქცეს.
ურთის მთის უმაღლეს მწვერვალ ჯეგეთაზე მდებარეობს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. აქ ხალხი განსაკუთრებულად აღნიშნავს გიორგობას. მის შემოგარენში მოწყობილია საპიკნიკე ტერიტორია. ამჟამად ეს ეკლესია ავარიულ მდგომარეობაშია და აღდგენას საჭიროებს.
არსუბლი სიტუაციიდან გამომდინარე სოფლის ბუნების საუცხოო ძეგლები საჭიროებს დაცვასა და აღდგენას, რომ ამ უნიკალური ადგილებით დაინტერესდეს ფართო საზოგადოება.
ეკო კლუბელების აზრით, ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება. პირველყოვლისა კი აღნიშნული ადგილების პოპულარიზაცია.