წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები სოფელ არწივანის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020"-ის შესახებ პრეზენტაცია გააკეთეს.
ეკოკლუბის წევრებმა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს აუხსნეს, თუ როგორ უნდა ჩაერთოს სკოლა პროექტში, როგორ შეიძლება დააგროვონ ქულები, რას აძლევს მოსწავლეებსა და სკოლას ნიკო კეცხოველის პრემია.
გუმბათის სკოლის ეკოკლუბის წევრებმა არწივანის მოსწავლეებს ასევე ესაუბრნენ თავიანთი განხორციელებული აქტივობებისა და მიღწევების შესახებ.
სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის პრემია 2020-ში სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებული სკოლა-გიმნაზიის რეკომენდაციით ჩაერთო. ახლა გუმბათელები ცდილობენ რეკომენდაცია გაუწიონ სხვა სკოლებს და მომავალში არაერთგან გეგმავენ პრეზენტაციების გაკეთებას.