სოფელ ხამისქურში ტყის ტერიტორია დაჭობებულია და მოსახლეობას შეშის გამოტანა უჭირს

უკვე აცივდა და მოსახლეობამ, შეშის მომარაგება დაიწყო. სამეგრელოში, სოფელ ხამისქურის ეკოკლუბმა ჩაატარა კვლევა ამ საკითხზე. სოფელში მოსწავლეებმა გამოიკითხეს სოფლის მოსახლეობა,.სკოლის მეგობრები, მეზობლები... შეშის მომარაგების დროის დადგომა, ტყეებთან ერთად მოსახლეობის პრობლემაც გახლავთ რადგან ტყეკაფები მოსახლეობისგან დაშორებულია 5-10კმ-ით, ამასთან შეშის მანქანით გამოტანა შეუძლებელია რადგან ტერიტორია დაჭაობებული და ძნელად მისასვლელია.

ადგილობრივებს ძირითადად შეშა ორთვალა ":ბელორუსის" ტიპის ტრაქტორის ან ძველებური საბჭოთა დროინდელი "ვილისის" მეშვეობით გამოაქვთ რაც მეტად ართულებს და დროში წელავს პროცესს. მიიჩნევენ, დასაქმების სხვა ალტერნატივას კი ვერ ხედავენ. ამბობენ, რომ მათი საქმიანობა სახიფათოა, მათ არ აქვთ საშუალება დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ აქვთ გავლილი გადამზადება უსაფრთხოებაში. ისინი აცხადებენ, რომ კარგი იქნება თუ სახელმწიფო გაუფორმებთ ხელშეკრულებას ამ საქმიანობაზე და ამასთან დაეხმარებიან „აღჭურვილობის“ გაუმჯობესებაში. 

ერთი დატვირთვა მანქანის მოცულობა 2-3კბმ3- ს შეადგენს რომლის საფასურიც 200 -300 ლარია. ერთი ოჯახის გასათბობად კი მთელი ზამთრის განმავლობაში 10მ3 შეშაა საჭირო, რაც მოსახლეობისთვის ცხადია საკმაოდ ძვირი ჯდება. შეშის პრობლემის აღმოფხვრის გზას მოსახლეობა კვლავ გაზიფიკაციაში ხედავს.