14 თებერვალს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, ქუთაისის კერძო სკოლა „ღონე ქვეყნისა“-ს ეკოკლუბის წევრებმა, მეორადი ნათურების გამოყენებით საინტერესო დეკორაციები დაამზადეს.
აქტივობა მიზნად ისახავდა ეკოკლუბის წევრების მხრიდან, ნარჩენების მდგრადი გამოყენების მნიშვნელობის გააზრებას და მის პრაქტიკაში განხორციელებას.
ეკოკლუბის წევრებმა ნათურები შეღებეს და შექმნეს კედლის დეკორაცია, რომელიც განათავსეს ხელოვნების ოთახში და ამ ნივთებს პრაქტიკული გამოყენებაც ექნება.
კერძო სკოლა "ღონე ქვეყნისა" ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.