თბილისის 169-ე სკოლაში საქართველოს ნაკრძალებზე იმსჯელეს

თბილისის 169-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე : "ნაკრძალები საქართველოში". პრეზენტაციაზე წარმოადგინეს ინფორმაცია ქობულეთის, სათაფლიის,ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალებსა და ყაზბეგის ეროვნული პარკის შესახებ.

პრეზენტატორებმა ისაუბრეს აღნიშნულ ნაკრძალებში გავრცელებულ ცხოველთა და მცენარეთა სახეობებზე, იმსჯელეს დაცული ტერიტორიების როლსა და დანიშნულებაზე. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ შექმნილი კედლის გაზეთები.