იმერეთის რეგიონში ორგანიზაცია CENN-ის კოორდინატორის, მაია კეზევაძის ინიციატივით ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლაში შეიკრიბნენ მასპინძელი სკოლის ეკოკლუბის „პერსეფონეს“ წევრები, ბაღდათის N 1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის „გრინფისის“ და დიმის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ‘’ეპიფიტის“ წევრები.
კოორდინატორმა "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020"-ში პირველად ჩართულ სკოლებს,გაძლიერების მიზნით მისცა რჩევები და რეკომენდაციები. აუხსნა ერთობლივად დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა აქტივობები, გაიარონ ნიკო კეცხოველის გზა, ერთად აღნიშნონ’’ 3 მარტი - ველური ბუნების მსოფლიო დღე და ა.შ. ამგვარი თანამშრომლობა კონკურსში მონაწილეობას ერთის მხრივ საინტერესოს და სახალისოს გახდის და მეორეს მხრივ დაეხმარება ეკოკლუბებს ქულების დაგროვებაში.
მაია კეზევაძემ უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს ნახევარფინალისა და ფინალის შესახებ და რა მოეთხოვება ეკოკლუბებს, ასევე ისაუბრა იმ დეტალებზე, რაც სპიკერებმა და პრეზენტატორებმა უნდა დააკმაყოფილონ იმისათვის, რომ ღირსეულად წარმოაჩინონ ეკოკლუბის მიერ გაწეული საქმიანობა და მთლიანად სკოლა.
შეხვედრის დასასრულს ეკოკლუბებს გადაეცა პლაკატები: "როგორ დავაგროვოთ ქულები".