კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის პირველი საჯარო სკოლის ეკოკლუბიმა"მწვანე მებრძოლებმა" მორიგი დასუფთავების აქცია განახორციელეს და აფენის თემში მდებარე მდინარე აფენის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს პოლიეთილენის პარკებისა და სხვადასხვა ნარჩენებისაგან.
მოსწავლეებმა ამ აქციით საზოგადოებას ამცნეს, რომ აუცილებელია დავიცვათ სისუფთავე და საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ უნდა დაიყაროს ქუჩაში და მდინარეებში. ნარჩენები წესისამებრ უნდა მოთავსდეს სანაგვე ურნებში, რომელიც უკვე განთავსებულია მათ სოფელში.
სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.