ეკოკლუკბ "მაგნოლიას" წევრებმა ჩაატარეს კვლევა სანიტარიასა და ჰიგიენაზე მეორე ოტობაიის (აფხაზეთის N16 ) სკოლაში. მათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დაურიგეს სკოლაში სანიტარიისა და ჰიგიენის შეფასების კითხვარი.
გამოკითხვის მიხედვით სკოლაში არის ფუნქციონირებადი ტუალეტები, სადაც წყალი მუდმივად მიეწოდება და არ არის ის სრულად ელექტროენერგიაზე დამოკიდებული, რადგან 16 ტონიანი წყლის ავზი ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც კი რამოდენიმე დღით უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას.
ტუალეტი ცალ-ცალკეა გამოყოფილი გოგონებისთვის და ბიჭებისთვის სამ-სამი კაბინით. ასევეა მასწავლებელთათვისაც. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჰიგიენის მხარე არ არის სრულად მოწესრიგებული, მიუხედავად იმისა რომ ტუალეტებში არის წყალი და ჩასარეცხიც არის ნორმალურ მდგომარეობაში.
წვიმის და უამინდობის დროს ტუალეტი განთავსებულია სკოლის ეზოში და მოსწავლეებს (განსაკუთრებით პატარებს) ფეხები უსველდებათ სანამ ტუალეტამდე მივლენ.
ამ კვლევის ჩატარების შემდეგ ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს მოლაპარაკება სკოლის ხელმძღვანელობასთან, რომ ტუალეტამდე მისასვლელი ბილიკი გაეკეთებინათ.