ასპინძა-ახალქალაქის და ახალციხის სატყეო უბნების ტყის აღრიცხვის სამუშაოები დაიწყო. სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციით, ინვენტარიზაციის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მოხდება.
ცნობილი გახდა, რომ 10 წლიანი ტყის მართვის სამოქმედო გეგმა შემუშავდება, რომელშიც ყველა სატყეო–სამეურნეო ღონისძიება დეტალურად გაიწერება, ეს იქნება მოვლითი სანიტარული და სარგებლობითი ჭრები, სატყეო–სამეურნეო გზების მოწყობა თუ გასაშენებელი ფართობები.
ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების განხორციელების მიზანია დადგინდეს სახელმწიფო ტყის ფონდის გარეშე საზღვრები და ის შეუსაბამობა, რომელიც დღეს არსებობს.
ამ საკითხთან დაკავშირებული შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში შედგა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრას ესწრებოდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის სამცხე–ჯავახეთის რეგიონალური კოორდინატორი, თამუნა კაპანაძე.
ნახეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სიუჟეტი:
http://1tv.ge/ge/news/view/110829.html სამცხე–ჯავახეთის ტელეკომპანია "მეცხრე არხის" სიუჟეტი: https://www.youtube.com/watch?v=2GnrNkKZ2mg