ქარელის N2 სკოლის ეკოკლუბმა სოფელ ბებნისის საბავშვო ბაღში შემეცნებითი გაკვეთილი ჩაატარა

პროექტის - ISAID/CENN, WMTR II Program ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (ფაზა II)-ის ფარგლებში, მოგებული საგრანტო კონკურსის "დედამიწა ნარჩენების გარეშე" ქარელის N2 საჯარო სკოლაში აქტივობების განხორციელება გრძელდება.

ქარელის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი "სკაუტები" გუნდის კონსულტანტთან, ნათია თედოზაშვილთან ერთად თანმიმდევრულად ახორციელებენ იმ აქტივობებს, რომლებიც პროექტის მომზადებისას გაწერეს.

10 თებერვალს ეკოკლუბელები სოფელ ბებნისში მდებარე საბავშვო ბაღს ეწვივნენ. "სკაუტებმა" ნორჩ მეგობრებს სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით აუხსნეს და გააგებინეს, რატომაა ბუნებრივი რესურსების დაზოგვა და მდგრადი მოხმარება მნიშვნელოვანი და აქტუალური.

შეხვედრის დასასრულს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად დაამზადეს პოსტერი, რომელზეც საგულისხმო გზავნილები გადაიტანეს.