მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლების გარემოსდაცვითი კლუბის წევრები 9 თებერვალს მარადისის საჯარო სკოლაში ესწრებოდნენ მებაღეობის ტრენინგს, რომელსაც უძღვებოდა ,,დეკორატიული მცენარეებისა და ტყის ენდემური სახეობების მწარმოებელი ასოციაციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, დოქტორი მაია მიროტაძე.
მსმენელებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მორწყვის შესახებ ინფორმაცია, უპასუხეს კითხვებს, იმუშავეს ჯგუფებში და შეავსეს ტესტები, რომლებიც სპეციალურად მომზადდა მსმენელებისთვის.
ტესტებმა აჩვენა, რომ მსმენელები წარმატებულად ართმევენ თავს მებაღეობას და სულ მალე თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასაც შეძლებენ.