წელს, 21 მარტს, ტყის დაცვის საერთაშოსო დღეს, სასკოლო კონკურს "ფოტოსინთეზი 2015"-ის გამარჯვებულთა გამოვლენისა და ნიკო კეცხოველის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე, მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა სოფელ ბულაჩაურისათვის.
კომპანია „სოკარმა“ თავისი რჩეული ფოტონამუშევარი გამოავლინა და მეათე კლასის მოსწავლე ქრისტინა ძებნიაური, არც მეტი, არც ნაკლები, მისი მშობლიური სკოლის უფასო გაზიფიცირებით დაააჯილდოვა.
კერძო კომპანიას არც განათლების სამინისტრო ჩამორჩა და თავის მხრივ ვალდებულება აიღო, რომ "სოკარის" მიერ გაზიფიცირებულ სკოლაში ცენტრალური გათბობის სიტემას სახელმწიფო ხარჯებით დაამონტაჟებს.
ამის შემდე ექვს თვეზე მეტი დრო გავიდა. CENN-ის კოორდინატორმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში – გიორგი იორამაშვილმა, სპეციალურად მონახულა სოფელი ბულაჩაური და შეისწავლა სკოლის გაზიფიცირების კუთხით იქ არსებული მდგომარეობა.
სოფლის რწმუნებულის, გივი აფციაურის თქმით, მას პირადად აქვს კომუნიკაცია კომპანია "სოკართან" და "სოკარი" მხოლოდ იმას ელოდება, რომ განათლების სამინისტრომ დააყენოს გათბობის ცენტრალური სისტემები და საქვაბე და ამის შემდეგ მათთვის სკოლაში გაზის შეყვანა პრობლემა აღარ იქნება.
გიორგი იორამაშვილი ბულაჩაურის საშუალო სკოლის დირექტორ სოფო ფრიდონაშვილთან ერთად დაუკავშირდა განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განყოფილებას (რომელსაც უშუალოდ ეხება აღნიშნული საკითხი) სადაც განაცხადეს, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში სპეციალისტები ავლენ ბულაჩაურში, გააკეთებენ აზომვით ნახაზებს და მალევე დაიწყება ცენტრალური გათბობის სისტემების მონტაჟი. თუმცა, სამწუხაროდ, სისტემის დაყენების საბოლოო ვადების დასახელებისგან სამინისტრო თავს იკავებს.
ცნობისათვის, სოფელ ბულაჩაურის საჯარო სკოლა დღემდე შეშით თბება და როგორც მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფლების უმეტესობაში, მისი გაზიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი კონკრეტულად ბულაჩაურის სკოლის გარდა, ასევე მუშაობს საკუთრივ სოფელ ბულაჩაურის სრულ გაზიფიცირებაზე, რაც სოფელში შეშის მოხმარების, ტყეებზე ზეწოლისა და შედეგად, ბოლო წლებში განვითარებული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების საუკეთესო საშუალებაა.
რაც შეეხება ბულაჩაურის საჯარო სკოლას, იქ დაგეგმილ და მიმდინარე გაზიფიცირების პროცესის შესახებ ინფორმაციას ჩვენი პორტალის მეშვეობით მკითხველი პერიოდულად შეიტყობს.
ბულაჩაურის სკოლა დღემდე შეშით თბება
შეშის მარაგი ბულაჩაურის სკოლის ეზოში
ილია 200 წლის შემდეგ ასეთ სკოლებზე ნამდვილად არ იოცნებებდა...
კლასების შეშით გათბობის შედეგი