ქუთაისის N15 სკოლაში საბაზო კლასის მოსწავლეებთან ჩატარებული კვლევის საფუძველზე, მოსწავლეთა მეტი ინფორმირების მიზნით ეკოკლუბელმა ელენე ენდელაძემ ეკოკლუბის წევრ მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა ტრენინგი თემაზე „სიღარიბე და ადამიანის უფლებები; რა გზებით შეიძლება აღმოვფხვრათ პრობლემა“ (მდგრადი განვითარების მიზანი #1 „არა სიღარიბეს“).
ტრენინგის მიმდინარეობის დროს მოხდა მოსწავლეთა ინტერაქცია, სადაც მათ საშუალება მიეცათ გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები, შეხედულებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. დაასახელეს გზები, რითაც შეიძლებოდა შემცირებულიყო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, ეს პრობლემა. მოსწავლეებმა მოიყვანეს მაგალითები საკუთარი ცხოვრებიდან, სხვაგან ნანახისა და განცდილის შესახებ. მსჯელობდნენ, იზიარებდნენ და პატივს სცემდნენ ერთმანეთის ნააზრევს.
დიალოგის შემდეგ მოსწავლეები შეთანხმდნენ გაგვეფორმებინა მემორანდუმი შესაბამის ორგანიზაციებთან და ერთობლივად დაგვეგეგმა აქტივობები, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებდა ჩვენს ცოდნას და შესაბამისად მის გამოყენებას შემდგომში პრაქტიკულ საქმიანობაში.