შუახევის სოფელ გომარდულის სკოლამ შეშის მოხმარებასთან დაკავშირებით მასშტაბური კვლევა ჩაატარა

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, აჭარის რეგიონში აქტუალური ხდება ძირითადი სათბობი რესურსით - შეშით მომარაგების პრობლემა. ამ მიმართულებით წარმოშობილი პრობლემები მრავალფეროვანია. შუახევის სოფელ გომარდულის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მათ სოფელში ჩატარებული გამოკითხვა  საშუალებას გვაძლევს დავინახოთ რეალური სურათი აჭარის რეგიონში ამ მიმართულებით. 

სულ გამოიკითხა 22 რესპოდენტი. გამოკითხული რესპოდენტების 100% ზამთრის სეზონზე გასათბობად მოიხმარს შეშას, რადგან ამჟამად სხვა, ალტერნატიული საშუალება არ არსებობს. ასევე 100% ზამთრისთვის მომარაგებულია სამყოფი შეშით. გამოკითხული 22 რესპოდენტის პასუხებიდან ირკვევა, რომ 8 ოჯახი, გამოკითხულთა 36%, შეშას იმარაგებს ზაფხულში, 8 ოჯახი, გამოკითხულთა 36%, შეშას იმარაგებს სექტემბერში, 3 ოჯახი, გამოკითხულთა 14%,შეშას იმარაგებს მაისში. ხოლო 3 ოჯახი, გამოკითხულთა 14%, შეშას იმარაგებს ოქტომბერში. 

მოსახლეობას ძალიან აწუხებს ის პრობლემები, რომლებიც შეშის მომარაგებას თან ახლავს ჩვენს რეგიონში. პრობლემები მრავალფეროვანია. კერძოდ, 7 ოჯახი, გამოკითხულთა 32%, შეშის მომარაგების დროს შემაფერხებელ ფაქტორად თვლის გვიან გაცემულნებართვას. 4 ოჯახი, გამოკითხულთა დაახლოებით 17%, პრობლემად ასახელებს ცუდ გზას. 4 ოჯახი, დაახლოებით გამოკითხულთა 17% კი - ტექნიკის უქონლობას. 1 ოჯახი, გამოკითხულთა 5%, შემაფერხებელ ფაქტორად მანძილს თვლის. 1 ოჯახი, გამოკითხულთა 5%, პრობლემად ხის მჭრელი მიაჩნია. 

იყვნენ ისეთი რესპოდენტებიც, რომლებიც პრობლემად ერთდროულად ორ ფაქტორს ასახელებენ. კერძოდ, 1 ოჯახს, გამოკითხულთა 5%-ს, პრობლემად ცუდი გზა და უბილეთობა მიაჩნია, 1 ოჯახს, გამოკითხულთა 5%-ს - ცუდი გზა და მანძილი და 1 ოჯახს, გამოკითხულთა 5%-ს კი ცუდი გზა და ტრანსპორტი. 2 ოჯახი, გამოკითხულთა 9%, თვლის რომ შეშის მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის. გამოკითხულთა უმრავლესობას, კერძოდ, 16 გამოკითხულს, რომელიც შეადგენს გამოკითხულთა 73%-ს, მიაჩნია, რომ შეშით მომარაგება წინა წლებთან შედარებით ძალიან გართულდა. 1 გამოკითხული, გამოკითხულთა 5%, თვლის , რომ შეშის მომარაგება საშუალო სირთულისაა, ხოლო 5 გამოკითხული, გამოკითხულთა 23%, თვლის, რომ შეშის მომარაგება წინა წლებთან შედარებით არ არის გართულებული. წლიურად შეშის მოხმარების რაოდენობას მოსახლეობაში განსაზღვრავს ის, თუ რა მასალისგან არის ნაგები სახლები. ხისგან აშენებული სახლები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ინარჩუნებს სითბოს, ვიდრე სამშენებლო ბლოკისგან ნაგები სახლები, აქედან გამომდინარე კითხვაზე, საშუალოდ რამდენ შეშას მოიხმარს ოჯახი წლიურად, პასუხები ნაირგვარია, კერძოდ, 3 ოჯახი, გამოკითხულთა 13%, წლიურად მოიხმარს 7-8 მ3 შეშას, 2 ოჯახი, გამოკითხულთა 9%, 8 მ3 - შეშას, 3 ოჯახი, გამოკითხულთა 13%, 7-10 მ3 - შეშას, 7 ოჯახი, გამოკითხულთა 31%-10 მ3 - შეშას, 1 ოჯახი, გამოკითხულთა 5%, 5 მ3 - შეშას, 1 ოჯახი, გამოკითხულთა 5%, 2 მ3-შეშას, 1 ოჯახი, გამოკითხულთა 5%, 6 მ3-შეშას, 1 ოჯახი, გამოკითხულთა 5%, 11 მ3 - შეშას, 1 ოჯახი, გამოკითხულთა 5%, 12 მ3- შეშას, 1 ოჯახი, გამოკითხულთა 5%, ერთ სატვირთო მანქანა შეშას და 1 ოჯახი, გამოკითხულთა 5%, ორ სატვირთო მანქანა შეშას. 

გათბობა მთელი ზამთრის განმავლობაში მოსახლეობას უჯდება სხვადასხვა ფასი. კერძოდ, 1 ოჯახი, გამოკითხულთა 5%, თვლის რომ გათბობა მთელი ზამთრის განმავლობაში უჯდება 500 ლარი, 13 ოჯახს, გამოკითხულთა 59%-ს-1000 ლარი, 1 ოჯახს, გამოკითხულთა 5%-ს-800 ლარი, 1 ოჯახს, გამოკითხულთა 5%-ს- 700 ლარი, 1 ოჯახს, გამოკითხულთა 5%-ს-1600 ლარი, 3 ოჯახს, გამოკითხულთა 13%-ს-1400 ლარი, ხოლო 2 ოჯახი, გამოკითხულთა 9%, არ აკონკრეტებს რა უჯდება გათბობა მთელი ზამთრის განმავლობაში. გზების უვარგისობისა და შორი მანძილის გამო შეშის ტრანსპორტირება ძირითადად ხდება სატვირთო მანქანით. გამოკითხულ რესპოდენტთა 100% შეშის ტრანსპორტირებას ახდენს სატვირთო მანქანით. გამოკითხული 22 რესპოდენტიდან 6 რესპოდეტს, გამოკითხულთა 27%, შეშა გადმოაქვს 15 კმ მანძილიდან, 1 რესპოდენტს, გამოკითხულთა 5%- 15-17 კმ მანძილიდან, 1 რესპოდენტს, გამოკითხულთა 5%-20 კმ მანძილიდან, 3 რესპოდენტს, გამოკითხულთა 13%- 7-8 კმ მანძილიდან, 3 რესპოდენტს, გამოკითხულთა 13%- 15-20 კმ მანძილიდან, 1 რესპოდენტს, გამოკითხულთა 5%-10 კმ მანძილიდან, 1 რესპოდენტს, გამოკითხულთა 5%-40 კმ მანძილიდან, 2 რესპოდენტს, გამოკითხულთა 9%-4 კმ მანძილიდან, 1 რესპოდენტს, გამოკითხულთა 5%-2 კმ მანძილიდან, 2 რესპოდენტს, გამოკითხულთა 9%-30 კმ მანძილიდან, 1 რესპოდენტს, გამოკითხულთა 5%-5 კმ მანძილიდან. ძირითადად გამოკითხული რესპოდენტებიდან 19 ოჯახი, გამოკითხულთა 86%, შეშად იყენებს წიფელასა და ნაძვს, ხოლო 3 ოჯახი, გამოკითხულთა 14%, მხოლოდ წიფელას. 19 ოჯახი, გამოკითხულთა 86%, გასათბობად იყენებს ხმელ შეშას, ხოლო 3 ოჯახი, გამოკითხულთა 14%, ნედლ და ხმელ შეშას. სოფლის ოჯახები ზამთარში გასათბობად იყენებ როგორც შეშას, ასევე ტოტებსა და ფიჩხს, 20 ოჯახი, გამოკითხულთა 91%, გასათბობად იყენებს ტოტებსა და ფიჩხს, ხოლო 2 ოჯახი, გამოკითხულთა 9%, გასათბობად არ იყენებს ტოტებსა და ფიჩხს. გამოკითხული 22 რესპოდენტიდან 6 რესპოდენტი, გამოკითხულთა 27%, იყენებს თხელკედლიან თუნუქის ღუმელს, 11 რესპოდენტი, გამოკითხულთა 50%-რკინის ღუმელს, 1 რესპოდენტი, გამოკითხულთა 5%-ადგილობრივი პროფილის ღუმელს, 1 რესპოდენტი, გამოკითხულთა 5%-სვანური ტიპის ღუმელს, 3 რესპოდენტი, გამოკითხულთა 13%-სხვა ტიპის ღუმელს, პროფილი გაურკვეველია. 

სოფელში ნაკლებად მიმართავენ სახლების თბოიზოლაციის ღონისძიებებს. ეს კვლევიდანაც ნათლად ჩანს. 14 ოჯახი, გამოკითხულთა 64 %, არ მიმართავს სახლის თბოიზოლაციის ღონისძიებებს, ხოლო 8 ოჯახი, გამოკითხულთა 36%, მიმათავს სახლის თბოიზოლაციის ღონისძიებებს. 16 ოჯახს, გამოკითხულთა 73%-ს, არ სმენია ბრიკეტების შესახებ, ხოლო 6 ოჯახს, გამოკითხულთა 27%-ს, სმენია მის შესახებ და იყენებს მას. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი იქნება ტყიდან შეშის მოპოვება, გამოკითხულთაგან 9 რესპოდენტი, გამოკითხულთა 41%, მოიხმარს გაზსა და დენს, 1 რესპოდენტი, გამოკითხულთა 5%-ბრიკეტს, 6 რესპოდენტი, გამოკითხულთა 27%-მხოლოდ გაზს, 4 რესპოდენტი, გამოკითხულთა 18%-მხოლოდ დენს, 1 რესპოდენტი, გამოითხულთა 5%-ქვანახშის და 1 რესპოდენტი, გამოკითხულთა 5%, არცერთ საწვავა არ მოიხმარს. 

სხვადასხვაგვარი პასუხები გამოიკვეთა გაზის, დენის, ბრიკეტის, ქვანახშირის ფასებზე საწვავად გამოყენების შემთხვევაში. 1 რესპოდენტი, გამოკითხულთა 5% თვლის, რომ წლიურად ეს საწვავაები უნდა ღირდეს 100 ლარი, 10 რესპოდენტი, გამოკითხულთა 45% თვლის, რომ ფასები უნდა იყოს ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის, რომ შეძლონ მათი გამოყენება საწვავად. 4 რესპოდენტი, გამოკითხულთა 18% თვლის, რომ აღნიშნული საწვავები უნდა ღირდეს ძალიან იაფი, მაგალითად, 1 კვ 5 თეთრი, 7 რესპოდენტის, გამოკითხულთა 32 %-ის პასუხებიდან შეუძლებელია დადგენა თუ რამდენი უნდა ღირდეს აღნიშნული საწვავები, რომ მოსახლეობამ შეძლოს მათი გამოყენება. ჩვენი სოფლის სიახლოვეს არსებული ტყეების მდგომარეობას გამოკითხული რესპოდენტები ასე აფასებენ: 12 რესპოდენტი, გამოკითხულთა 55% თვლის, რომ წინა წლებთან შედარებით ტყეები განადგურებულია, 1 რესპოდენტი, გამოკითხულთა 5% თვლის, რომ ტყეები არცთუ ისე ცუდ მდგომარეობაშია და ხანგრძლივად შეიძლება მისი გამოყენება, 5 რესპიდენტი, გამოკითხულთა 23% თვლის, რომ წინა წლებთან შედარებით ტყეები ახლა დაცულია, 1 რესპოდენტის, გამოკითხულის 5%, პასუხი ბუნდოვანია და 3 რესპოდენტი, გამოკითხულთა 12% კითხვაზე არ სცემს პასუხს.