ფოთის N4 სკოლის ეკოკლუბის საინიციატივო ჯგუფმა აქსანა გაბედავასა და ნია დილანიანის ხელმძღვანელობით, დირექციის წარმომადგენლებთან, ერთად შეამოწმეს და წინასწარ გამზადებული კითხვარით ჩაატარეს გამოკითხვა სკოლაში წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის საკითხებთნ დაკავშირებით. გაანალიზეს გამოკითხვის შედეგები სკოლაში ამ მიმართულებით მდგომარეობა და წარმოადგინეს კვლევის შედეგების ანგარიში.
სკოლაში სწავლობს 424 მოსწავლე, მათ შორის 2 შშმ (ერთი გოგო და ერთი ბიჭი), 32 პედაგოგი, მათ შორის 2 მამაკაცი, დანარჩენი ქალი.
წყალი სკოლას მიეწოდება ცენტრალური მილსადენიდან. იგი ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ბავშვისათვის, მათ შორის შშმ მოსწავლეებისათვის. მოსწავლეები იყენებენ მრავალჯერადი ან ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელს. ზოგიერთ მოსწავლეს წყალი მოაქვს სახლიდან.
სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით სველი წერტილები მოწესრიგებულია. ცალკე გოგონათა , ბიჭებისა და პედაგოგების ტუალეტები. ტუალეტებში არის ხელსაბანი საშუალებები.
სკოლაში ისწავლება ჰიგიენა, როგორც ჯანსაღი ცხოვრების სწავლების სპეციალური მოდელის ინტეგრირებული მოდელი.