ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის ეკოკლუბის "Eco-warriors-ის" წევრებმა, ზუგდიდის სასულიერო გიმნაზიაში ჩაატარეს ტრენინგი თემაზე "ჯანსაღი ცხოვრების წესი". ტრენერებმა ისაუბრეს თუ რა ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, ისეთი მავნე ნივთიერებები როგორიცაა: ალკოჰოლი, ნარკოტიკები და თამბაქო.
მათ ასევე ისაუბრეს თუ როგორი მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ტრენინგზე მიწვეული სტუმრები იყვნენ, სკოლის ექიმი მაია ჩიქავა, რომელმაც თემაზე მოკლე მიმოხილვა გააკეთა და "TV-timeline რუხის საჯარო სკოლის ახალგაზრდული ტელევიზია" რომელიც ჩატარებულ აქტივობას გააშუქებს.
ტრენინგის ბოლოს დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს გაუზიარა შთაბეჭდილებები.