12 თებერვალს მთიულეთში, დაბა ფასანაურის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა ჩაატარეს ლექცია-გაკვეთილი სხვადასხვა დაავადებების გავრცელების შესახებ.
ეს აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას. ეკოკლუბელებმა მოიძიეს სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზები და ამავდროულად ინფორმაცია თუ რომელი ქვეყნებიდან ვრცელდებოდა ესა თუ ის დაავადება, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვრცელდებოდა და ეპიდემიის სახეს იღებს.
ლექცია-გაკვეთილი მოიცავდა შავი ჭირის, ქოლერას, ებოლას, გრიპებსა და ვირუსების, შიდსის და სხვა დაავადებების შესახებ ინფორმაციას.
აქტივობა ინფორმაციული და მოსწავლეებისთვის საინტერესო გამოვიდა.