სენაკელი ეკოკლუბელების "მოგზაურობა ბუნებაში"

როგორც ცნობილია საქართველოში ტურიზმი თანდათან ვითარდება და შეიძლება ითქვას , რომ ბოლო წლებში საქართველო ძალიან ბევრი ტურისტისთვის გახდა მიმზიდველი და საინტერესო, რადგან იგი კულტურის რელიგიის თვალწარმტაცი ბუნებისა და უძველესი ისტორიის თვალსაზრისით უნიკალური ქვეყანაა. ამ პატარა ტერიტორიაზე საოცრადაა შერწყმული ყველაზე კონტრასტული, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს - მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალეები, თუ სუბტროპიკული სანაპიროები,უდაბნო თუ ხშირფოთლოვანი ტყეები, თანამედროვე ქალაქები თუ უძველესი სოფლები.

სამეგრელოში, ქალაქ სენაკის #1 საჯარო სკოლისეკოპისწევრების ამოცანა გახლდათ შეექმნათ საქართველოს ულამაზესი ბუნების ამსახველი მაკეტი, სკოლის ხელოვნების მასწავლებელთან, ჯგუფის ხელმძღვანელთან ბატონ მამუკა კუჭავასთან ერთად. შეიქმნა უნიკალური რესურსი, რომელიც ნებისმიერ ტურისტული სააგენტოს ოფისს დაამშვენებდა.

შესრულებული ობიექტის  მაკეტის დამზადებით მოსწავლეებს განუვითარდათ შემდეგი უნარ-ჩვევები: შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა; კომუნიკაბელურობა;  მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული; წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;  გუნდური მუშაობის უნარი; კრეატიულობა.