კახეთში, სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის დირექციასთან და სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის დირექციასთან ასევე მოსწავლეთა მშობლებთან შეთანხმებით და თანამშრომლობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ვაზისუბნის საჯარო სკოლას, შეხვდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.
ველისციხელმა ეკოკლუბელებმა თანატოლებს მიაწოდეს ინფორმაცია ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის შესახებ, აუხნეს პორტალ forestry.ge-ს მოხმარების წესები, დაუტოვეს მდგრადი განვითარების მიზნების ელექტრონული ვერსია, გაუზიარეს საკუთარი გამოცდილებები.
ასევე უამბეს ყველა იმ პრიზის და ჯილდოს შესახებ, რაც ამ კონკურსში მიიღეს წარმატებული მონაწილეობისათვის. შეხვედრის ბოლოს, ეკოკლუბელებმა გაცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია.