7 თებერვალს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის ეკოკლუბ "სიცოცხლის ხე"-ს წევრებმა და სკოლის მოსწავლეებმა, საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის ჩაატარეს ლექცია-სემინარი თემაზე: "ჩვენ გვინდა ჯანმრთელი სიცოცხლე''. აღნიშნული სემინარის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ასევე ისიც, რომ რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩაერთოს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ის განხორციელებაში.
სემინარის შემდეგ ეკოკლუბელებმა დაამზადეს ,,მწვანე ყუთი'', ასევე შექმნეს პლაკატი და მოუწოდეს სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეებსა და პედაგოგებს 10-15 თებერვლის კვირა სკოლაში გამოცხადდეს მაკულატურის შეგროვების კვირეულად.
სემინარის შემდეგ მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს იმის შესახებ, თუ რატომაა აუცილებელი მაკულატურის შეგროვება, როგორ იჭრება ტყის მასივები და ნადგურდება ბუნება ქაღალდის წარმოებისათვის. ჩვენ კი ადამიანები, ვანადგურებთ, ვწვავთ ძველ წიგნებს და არ ვუფრთხილდებით გარემოს.