კაზრეთის N1 სკოლა თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ!

ქვემო ქართლში, დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ,,(ბუ)ნება შენია'' ჩაატარა აქცია თამბაქოს მოწევის წინააღმდეგ.

ეკოკლუბელებმა მოხალისეებთან ერთად გააკეთეს ბუკლეტები, რომელშიც ეწერა თუ რა მავნებელია თამბაქო ჯანმრთელობისთვის. დამზადებული ბუკლეტები დაბა კაზრეთის მაცხოვრებლებს  დაურიგდათ. სკოლაში კი ჩატარდა ტრენინგი ამ თემასთან დაკავშირებით, რომელსაც მოსწაავლები დაესწრნენ.

ტრენინგზე სკოლის ექთანმა ბავშვებს რამდენიმე მითითება მისცა. ეკოკლუბელების თქმით, შეხვედრა მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.