4 თებერვალს, კახეთში, ლაფანყურის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "ფენიქსმა" მორიგი აქტივობა განახორციელა ამავე სოფლის ბაგა-ბაღში.
ეკოკლუბის წევრებმა საკმაოდ სახალისო პრეზენტაცია შესთავაზეს პატარებს,. პრეზენტაცია მოიცავდა როგორც ინფორმაციას ჯანსაღ კვებაზე, ასევე მრავლად იყო გამოცანები და ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა პატარებისთვის.
კლუბის წევრებმა ასევე დაამზადეს წამახალისებელი დიპლომები, ნომინაციაში "ყველაზე ჭკვიანი". აღნიშნულ აქტივობას ესწრებოდა ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია, ასევე ლაფანყურის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, სპეციალისტი ქეთევან ამონაშვილი.