გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა განახორციელა საინფორმაციო კამპანია თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”.

კამპანიის ფარგლებში ტრენინგები გაიმართა ქალაქ ბორჯომში და მას ესწრებოდნენ  სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების, ადგილობრივი არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრას ესწრებოდა ლელოვნის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ლიდერი პედაგოგი. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებებისა და ვალებულებების და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის შესახებ.

აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავდა ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველჰყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

 ეკო კლუბის ლიდერმა მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩაატარა სამუშაო შეხვედრა კლუბის წევრებსა და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებილ მოსწავლეებთან. მათ შორის იყვნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეები