გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, და ვიდეოს, რომლებიც ასახავენ 7-8 ნოემბერს, კოლხეთის ეროვნულ პარკში.CENN-ის ორგანიზებით სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის სკოლებისთვის, მოწყობილ ფოტო–ტურს.
რუხის, ხეთის, სენაკის, ფოთის, აბაშის, ყარ-სგურიშისა და გალის სკოლების მოსწავლეებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც მოახერხეს ფრინველებზე დაკვირვება და ფოტოების გადაღება.
ფოტოტური ხორციელდებოდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ( ADC) ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორი იყო დაცული ტერიტორიების სააგენტო.
https://www.youtube.com/watch?v=VpJgcR07MJI&feature=share&app=desktop
ტურის სრული ფოტოკოლაჟის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს "ფეისბუქის" გვერდზე ამ ბმულის მეშვეობით: https://www.facebook.com/media/set/?set=a.912350402177483.1073741852.101823779896820&type=3&uploaded=40