საყდრისის აფეთქებიდან 11 თვე გავიდა – მდგომარეობას CENN–ის კოორდინატორი აფასებს (ვიდეო)

"კურიერი p.s."–ის სიუეტი – საყდრისის აფეთქებით ეკოლოგიური დაბინძურების ახალი კერა გაჩნდა, რომელიც პირველ რიგში იქ მცხოვრებ ადამიანებს ემუქრება. საყდრისის აფეთქებიდან 11 თვე გავიდა. იმდენივე დრო, რაც კომანიამ არ ემ ჯი საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოში ოქროს მოპოვება დაიწყო. რეალურად რა ხდება ახლადგახსნილ კარიერზე, ამას გარემოს დაცვის ექსპერტი CENN–ის სატყეო მიმართულების ქვემო ქართლის კოორდინატორი, გიორგი დემურაშვილი აფასების. გიორგი ასევე წლებია ბოლნისის რაიონში კომპანია არ ემ ჯი-ს მიერ ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხეებს იკვლევს. ერთადერთი კვლევა, რომლის შედეგიც საჯაროა, ივლისის თვეში გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ არის ჩატარებული. გარემოს სამ კომპონენტზე სინჯები პრემიერის განკარგულების საფუძველზე აიღეს. შედეგად გაირკვა, რომ საყდრისის საბადოს ახალმა კარიერმა ახალი დაბინძურების კერა გააჩინა. სიცოცხლისთვის საშიში მძიმე მეტალების ზეგავლენა, მართალია მეცნიერული ექსპერტიზის გარეშე, მაგრამ მაინც უკვე შეიგრძნო სოფელ დიდი დმანისის მოსახლეობამ. გარემოს დაცვის სააგენტოს სინჯის შედეგები კი აჩვენებს, რომ ჰაერი აქ არ ბინძურდება, თუმცა მოსახლეობა მაინც ამტკიცებს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადო მათ ჯანმრთელობას სართხეს უქმნის. დიდი დმანისელების ბაღები საყდრისის ღია კარიერის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. გარემოს დაცვის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზეც ნიადაგში მძიმე მეტალები ზღვრულ ნორმას ბევრად აღემატება. მოსახლეობის ნაწილს აქ მოსავალი მაინც მოჰყავს. ამ ბმულზე ნახეთ სიუჟეტი: http://rustavi2.com/ka/news/31169