სოფელ მთისძირის სკოლის მოსწავლეები ვანის მერის წარმომადგენელს შეხვდნენ

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები 5 თებერვალს  შეხვდნენ ვანის მერის წარმომადგენელს მთისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში. 

ეკოკლუბის წევრებმა წამომადგენელს მიმართეს,  სოფელ მთისძირის ტერიტორიაზე არსებული ცხელი წყლის წყაროს მონახულების  შემდეგ მათ გაუჩნდათ იდეა მოეწყოს აღნიშნულ ტერიტორიაზე ისეთივე ცხელი წყლის აუზი როგორიც სოფელ დიხაშხოშია.

აღნიშნული ინიციატივა მისაღებად ჩათვალა  სოფელ მთისძირის მერის წარმომადგენელმა, მოუწონა მოსწავლეებს იდეა და დაპირდა მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევდათ  ამ იდეის განხორციელებაში.

ასევე აღნიშნა, რომ იქ შეიძლება მოეწყოს არა მარტო სოფელ დიხაშხოს მსგავსი აუზები, არამედ უკეთესად კეთილმოწყობილი ცხელი წყლის ტერიტორია, რომელსაც ეყოლება მრავალი მნახველი და დამთვალიერებელი.