ზემო აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლის ეკოკლუბი “პაი” ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში ეწვია ქედის მაღალმთიანეთს.
ეკოკლუბელები იმყოფებოდნენ სოფელ ნამონასტრევში (რომელიც არის იზოლირებული დანარჩენი სოფლებისგან მკვეთრად დაშორებული მანძილის გამო) და სოფელში არსებულ სკოლაში, სადაც მხოლოდ ერთი მოსწავლე სწავლობს.
კლუბის წევრებმა საჭიროდ ჩათვალეს ამ ბავშვისთვის ერთი დღის გალამაზება და სკოლაში მიუტანეს სწავლისთვის საჭირო ნივთები, გაესაუბრნენ და წარმატებები უსურვეს.
პირველი კლასის მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში. უნდა რომ გახდეს პოლიციელი და ეკოკლუბელებს დაპირდა, რომ აუცილებლად ჩაერთვება სათემო თუ სასკოლო აქტივობებში