ქვემო ქართლის რეგიონში წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა ძველი ბიბლიოთეკა დაალაგეს.
სოფელ ბეშთაშენში საჯარო სკოლა გაიხსნა 2005 წელს, როდესაც სხვადასხვა რეგიონებიდან ეკომიგრანტები ჩასახლდნენ. მანამდე კი (ბერძნების საქართველოდან წასვლის შემდეგ) სკოლა გავერანებული იყო. თუმცა სკოლას შემორჩა ძველი, დიდი ბიბლიოთეკა, რომელშიც საბჭოთა პერიოდისდროინდელი, რუსულ ენაზე დაბეჭდილი და დღეისათვის გამოუდეგარი უამრავი წიგნი ინახება.
სკოლის ეკოკლუბელებმა არსებულ ბიბლიოთეკაში წიგნები დაახარისხეს და ტონობით მაკულატურა გაამზადეს ჩასაბარებლად. ძველის სანაცვლოდ კი სკოლისთვის საჭირო ახალ წიგნებს შეიძენენ.