წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ზუგდიდის SOS ბავშვთა სოფელში

ზუგდიდის დღის ცენტრის SOS ბავშვთა სოფლის ეკოკლუბ "ედელვაისის" წევრებმა  წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოაწყვეს საბავშვო მოთხრობების საჯაროდ კითხვა.

ეკოკლუბელებმა მოთხრობები შეარჩიეს თემატურად.  დღის ცენტრის აღსზრდელებს განსაკუთრებით მოეწონათ მოთხრობები, რომლებიც ეძღვნება ტყის ბინადრების თანაცხოვრებას, ადამიანის უხეს ჩარევას მათ ცხოვრებაში.

წაკითხული მოთხრობების გარშემო შედგა აზრის გაზიარება გარემოს დაცვის აუცილებლობაზე, რომ თითოეული ადამიანის მოვალეობაა ბუნების დაცვა. განსაკუთრებით აღინიშნა  მიუსაფარი ძაღლების მდგომარეობა  ქალაქ ზუგდიდში. 

ღონისძიებას ესწრებოდა  სსმ მოსწავლეც.