თბილისის N54 სკოლის ეკოკლუბი რუსთავის სამოქალაქო ჯგუფ "გავიგუდეთ"-სთან აქტიურად თანამშრომლობს

სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა - “მწვანე მომავალი”-მა რუსთავში სტუმრობისას ურთიერთობა დაამყარა ქალაქში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტების მიერ შექმნილ ჯგუფთან - “გავიგუდეთ”. მოსწავლეებს ჯგუფის ორი წარმომადგენელი შეხვდა, რომლებმაც რუსთავის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე უამბეს.

მათ მიაწოდეს საინტერესო ინფორმაცია რუსთავის ქარხნების გამონაბოლქვთან დაკავშირებით. უამბეს იმ პრობლემებზე რაც ზიანს აყენებს როგორც რუსთავის, ისე მთელი საქართველოს მოსახლეობას. მათ აჩვენეს ატმოსფეროს გამონაბოლქვით დაბინძურებული კერები, მაგალითად: შპს “ჯეოსთილი”, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რუსთავის ცემენტის ქარხანა...

ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დღე-ღამის განმავლობაში აღნიშნული საწარმოები ატმოსფეროში გამოყოფენ კოლოსალური რაოდენობის გამონაბოლქვს.

კლუბის წევრები მხარს უჭერენ “გავიგუდეთ”-ს აქტივისტებს და ყველას მოუწოდებენ გაიზიარონ რუსთაველების მოთხოვნა და ერთად ვიზრუნოთ ატმოსფეროს სისუფთავეზე.