2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ხარაგაულის სოფელ საღანძილის სკოლის ეკოკლუბ "სარსარაკის" წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის ჩაატარეს ლექცის/სემინარი თემაზე - "ჭაობი".
საინტერესო აღმოჩნდა პატარების მოსაზრებები ჭაობთან დაკავშირებით. მათი ვარაუდით ჭაობები დაგუბებული წყალია, რომელიც წყალმცენარეებითა და ბალახებით არის დაფარული და სადაც ბაყაყებიც ცხოვრებენ. ეკოკლუბელებმა პატარებს აუხსნეს ჭაობის გარემოსდაცვითი ფუნქცია და კიდევ ის, რომ ჭაობი ზოგადად ცუდი და არასასურველი რამ სულაც არ არის.
ჭაობი ერთ-ერთი საშუალება გადამფრენი ფრინველიბის საბინადროდ და დასასვენებლად, მიმდებარე ტრიტორიები დატბორვის თავიდან აცილების შესაძლებლობაა, წყლის "ბენებრივი ფილტრია", ხელს უწყობს მიწისქვეშა წყლების დაგროვებას, ტორფის უნიკალური საბადოა და სხვა...
ეკოკლუბელებმა პატარებს აჩვენეს მათ მიერ დამზადებული ჭაობის მაკეტი, რომელიც ნარჩენებისაგან არის შექმნილი. ამ დეკორაციამ მათში მოწონება და ინტერესი გამოიწვია.