გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ეკოკლუბ "მწვანე მომავლის’’ წევრები ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ესტუმრნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბლის საჯარო სკოლას, რათა თანატოლებისთვის მცირე ტრენინგი ჩაეტარებინათ და განემარტათ გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსის მინიშვნელობა.
"კირბლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გავაცანით ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსი და პროექტის მოწონების შემდეგ დავარეგისტრირეთ. ამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს მომავალსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე . ასევე განვიხილეთ აქტუალური პრობლემატიკური საკითხები. გამოვთქვით მოსაზრება, რომ მომავალში ერთად განვახორციელოთ სხვადასხვა აქტივობები" - ამბობენ სოფელ ზერტის სკოლის ეკოკლუბელები.
მოსწავლეების თქმით, სამუშაო შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა. ორი სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მათი მოსაზრებები და დაგეგმეს უახლოესი საქმიანობები.