გალის სკოლებმა ბიჭვინთაში, გარემოსდაცვით ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა

31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, გალის სოფელ ოტობაიას N1 სკოლის ეკოკლუბ  "ფეენიქსის" წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია "World Vision"-თან თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდნენ ქალაქ ბიჭვინთაში, სადაც მეგობარი სკოლის წარმომადგენლებთან ერთად გაიარეს კურსი რომელიც ეხებოდა, თუ როგორ მოემზადებინათ პრეზენტაციები. ეკოკლუბელებმა ასევე ისაუბრეს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის ხერხებზე. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ფიჩორის, ნაბაკევის, მეორე ოტობაიის, თაგილონის, დანდრის, აგუძერას, ბესლახუბას სკოლების მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემებზე: გენდერი,ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის ხერხები, წყალი, ფიგიენა და სანიტარია, WASH. ბოლო დღეს ჩვენი ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს ტრენინგები: ეკოპრობლემები და წაყალი და სანიტარია WASH, ასევე მდგრადი განვითარების მიზნები.  აღნიშნული პროექტი ძალიან კარგი საშუალება აღმოჩნდა ახალ სკოლებთან დასამეგობრებლად და ერთობლივი პროექტების დასაგეგმად.