ახმეტის N3 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრების ინიციატივით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის "ქალთა ოთახში" ჩატარდა საინფორმაციო სახის შეხვედრა გენდერულ თანასწორობასა და ნაადრევ ქორწინებაზე, რომელსაც უძღვებოდა "ქალთა ოთახის" მენეჯერი ბელა მარუქაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ ახმეტის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათ შორის სსსმ მოსწავლეები, პედაგოგები და ამავე სკოლის დირექტორი ეკატერინე ბოდაველი. ასევე მერიის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.
შეხვედრის მიზანი იყო ნიკო კეცხოველის პროექტთან დაკავშირებული მდგრადი განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთის, კერძოდ კი გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა და მისი გადაჭრის გზების მოძიება, რაც ყველა ადამიანის უფლებას წარმოადგენს.
შეხვედრა ძალზედ საინტერესო და აქტუალური იყო. წარიმართა ძალიან თბილ და კეთილგანწყობილ გარემოში, გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები, მათ ყველა კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი.