მესხეთში, ქალაქ ვალის N2 სკოლის «ეკო-vision»-ის კლუბის წევრების ინიციატივითა და თხოვნით, მათივე სკოლაში ჩაატარდა თავისუფალი გავეთილი თემაზე: ,,ჩვენი დროის გმირები" (შინდისის გმირები).
გაკვეთილის მიზანი იყო სკოლის აღსაზრდელებს გაეცნოთ ჩვენი დროის გმირები, კონკრეტულად შინდისის გმირების ისტორია. მათ წაიკითხეს დოკუმენტური მასალა 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მომხდარი ამბების შესახებ. იმსჯელეს, თუ რას ნიშნავს შესწირო სიცოცხლე ქვეყნის დამოუკიდებლობას, რას ნიშნავს სიმამაცე და როგორი უნდა იყოს ჩვენი დროის გმირი.
მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია და ისაუბრეს აგვისტოს ომთან დაკავშირებულ თემებზე. ბოლოს კი - თითოეულმა მოსწავლემ სიმბოლური წერილი მისწერა შინდისის გმირებს.