მაკულატურის კონკურსი სენაკის სკოლა-გიმნაზიაში

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბმა,  კლასებს შორის გამოაცხადა მაკულატურის კონკურსი.

კლასები ერთმანეთს ეჯიბრებიან შემდეგ ნომინაციებში: ყველაზე მეტი რაოდენობის მაკულატურის ჩამბარებელი კლასი, ყველაზე ორიგინალური ხერხით შეგროვებული მაკულატურა, ყველაზე კრეატიული მაკულატურის შესანახი ყუთი. გამარჯვებულებს გადაეცემათ სკოლა-გიმნაზიისგან სიგელები და მოსწავლეების მიერ დამზადებული მწვანე სამაჯურები.

მთელი სკოლა ხალისით ჩაერთო აღნიშნულ კონკურსში და შეიქმნა კონკურენტუნარიანი გარემო. ჟიურის წევრები თავად ეკოკლუბის მოსწავლეები არიან.

შეგროვებული მაკულატურა ჩაბარდება ქუთაისში არსებულ მაკულიტერატურის ოფისს და მიღებული ნერგებისგან ნაყიდი წიგნები გადაეცემა სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკას.

ეკოკლუბელებმა მსგავსი აქტივობა გასულ წელსაც განახორციელეს და არაერთი წიგნი შესძინეს სკოლის ბიბლიოთეკას.