რას აკეთებენ ბავშვები დედამიწის ეკოსისტემების დაცვის, აღდგენის, ტყეების გონივრული მართვის, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის თავიანთი შესაძლებლობების გათვალისწინებით? საგარეჯოს სოფელ ბადიაურის სკოლის ეკოკლუბელები ამ საკითხებთან დაკავშირებით ხშირად ატარებენ სხვადასხვა ტიპის ტრენინგ/სემინარებს.
ადამიანები და დედამიწაზე მცხოვრები სხვა არსებები დამოკიდებულნი არიან მიწაზე არსებული სიცოცხლის სხვა ფორმებზე, როგორც საკვებისა და სუფთა წყლის მიღებისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საშუალებებზე. დღესდღეობით ამ ყველაფერს დიდ პრობლემებს უქმნის მასშტაბური ხანძრები. რამდენიმე დღის წინ, ბადიაურელმა ეკოკლუბელებმა სწორედ ამ თემაზე ჩაატარეს ტრენინგი, სადაც ხანძრების მიერ ქვეყნებისთვის მიყენებულ ზარალზე დეტალურად იმსჯელეს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს.