“ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ პროექტის ფარგლებში, რომელსაც CENN ახორციელებს ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგის შედეგების მიხედვით, იმერეთის რეგიონში სკოლების უმეტესობა ისევ შეშით თბება.
მოგახსენებთ რომ იმერეთის რეგიონში შედის 12 მუნიციპალიტეტი: ქუთაისი, ბაღდათი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, ხარაგაული, ხონი, წყალტუბო და ჭიათურა. მთლიანობაში იმერეთის რეგიონში არის 403 საჯარო სკოლა, 40 კერძო სკოლა, 2013 საბავშვო ბაღი, ამ რაიონებიდან მთლიანად გაზიფიცირებულია მხოლოდ ქუთაისის სკოლები. ტყიბულის რაიონის ყველა საჯარო სკოლა კი შეშის მომხმარებელია რომელიც მთლიანობაში 368 კუბურ მეტრ შეშას შესადგენს.
დანარჩენი რაიონების ქალაქის სკოლების ნაწილი გაზიფიციებულია, ხოლო სოფლის სკოლები მთლიანად შეშის მომხმარებელია. თითოეული სკოლისათვის გამოყოფილია 14-15 კუბური მეტრი შეშა, რაც 2015-2016 წლისათვის შეადგენს 4410 კუბურ მეტრ შეშას.
რაც შეეხება შეშის ენერგოეფექტურ ღუმელს... ხონში 1 საჯარო სკოლა, სამტრედიაში 2 სკოლა მოიხმარს ასეთ ღუმელებს, რომლებიც დაფინასებული იყვნენ ჩეხური ორგანიზაცია “ადამიანი გაჭივრებაში“ მიერ. ამ ეტაპისათვის სკოლებში შეშით მომარაგება ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია, ხოლო დანარჩენ ნაწილს დროდადრო შეისყიდიან.
იმერეთის სკოლები შეშის მოხმარებას იწყებენ ნოემბრის დასაწყისიდან, მაღალმთიან სოფლებში აპრილის ბოლომდე მოიხმარენ შეშას, ხოლო დანარჩენ სკოლებში მარტის ბოლო რიცხვებამდე. თვიური გადანაწილებით თითოეული სკოლა დაახლოებით თვეში მოიხმარს 3-4 კუბურ მეტრ შეშას.