ქალაქ ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ებესის" წევრები და მათი კურატორი ეწვივნენ ,,APM Terminals Poti"-ს გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მენეჯერს, ეკა გოგოლაძეს.
ეკოკლუბელების ინტერესს წარმოადგენდა გაეგოთ ნავსადგურში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. კერძოდ, რა სახის ტვირთი შემოდის თვის განმავლობაში, ტვირთის ჩამოცლისას ხდება თუ არა ჰაერისა და წყლის დაბინძურება.
ეკა გოგოლაძე ეკოკლუბელებს ამომწურავად ესაუბრა, აჩვენა მათ პრეზენტაცია და გააცნო მათ სამომავლო გეგმები. ეკოკლუბელებს გაუჩნდათ სურვილი, რომ გააგრძელონ თანამშრომლობა და მეგობრობა ნავსადგურთან და ჩაერთონ დასუფთავების აქციაში, რომელიც მენეჯერის თქმით უახლოეს პერიოდში იგეგმება.