,,RMG''-ის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის თემაზე საჯარო ლექცია ჩატარდა.
ამ ლექციას ესწრებოდა კახრეთის N1 სკოლის ეკოკლუბი "(ბუ)ნება შენია''. კომპანიის გარემოსდაცვითმა მმართველმა კოტე ხაჭაპურიძემ ეკოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ მოსწავლეებს დარგის სიახლეები, ასევე კომპანიაში გარემოს დაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნო.
ეკოკლუბის თხოვნით RMG-ის წარმომადგენლებმა ისინიც მიიწვია საწარმოში.