საჩხერის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "სიცოცხლის ხე"-ს წევრები ესტუმრნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მე-4 განყოფილებას.
პოლიციის თანამშრომლებსა და ეკოკლუბელებს შორის გაიმართა საინტერესო საუბარი კლუბის მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს აუხსნეს საპატრულო პოლიციის სპეციფიკის შესახებ, ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ, ჩაუტარეს ტრენინგი საგზაო უსაფრთხოების თეორიული სწავლებისათვის. გააცნეს ნივთები, რომლითაც აღჭურვილია თანამედროვე საპატრულოს პოლიციელი და აჩვენეს სპეციალური ოთახი. სადაც ხდება ბიონარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების დადგენა.