24 დეკემბერს კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის პირველი სკოლის ეკო კლუბი "მწვანე მებრძოლების" წევრები მიწვეულები იყვნენ კახეთის ადგილობრივ ტელევიზია "თანამგზავრში"პირდაპირ ეთერში.
გადაცემა უშუალოდ განკუთნილი იყო "ნიკო კეცხოველის პრემია 2020 -ის" პოპულარობის კიდევ უფრო ვასაზრდელად. ტელევიზიაში მიწვეული იყო პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი, დირექტორი და ეკოკლუბის წევრი მოსწავლეები.
გადაცემა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. მოსწავლეებმა და პედაგოგმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და განსახორციებელ აქტიობებზე და მათ მნიშვნელობაზე როგორც მოსწავლეებისათვის ასევე საზოგადოებისათვის.