ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის ეკოკლუბ "არტემიდას“ წევრებმა ხელი მოეწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის დოკუმენტს აჭარის სატყეო სააგენტოსთან
ეკოკლუბელებს სატყეო სააგენტოში შეხვდა ტყის მავნებელ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის სასმსახურის უფროსი რეზო ვასაძე კოლეგებთან ერთად. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საჭირო და ამასთანავე საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს მოსწავლეებს ტყის მავნებლების შესახებ. ინვაზიური მავნებლების - ბზის მავნებლის ალურას, წაბლის ქერქის კიბოს გამომწვევ სოკოს პანდემიისა და პრევენციების შესახებ და ამ მავნებლების მიერ ტყეზე მიყენებული ზარალის შესახებ.
ასევე გააცნეს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები და ტყის ბუნებრივი განახლების სლაიდები. სატყეოს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ესაუბრეს ასევე აჭარის მდინარეების დანაგვიანების შესახებ და იმედი გამოთქვეს ახალგაზრდების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების პრობლემა მომავალში მაინც მოგვარებადი იქნება. ამ კუთხით ეკოკლუბელებს სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებიც დაეხმარება სემინარების, ტრენინგების ჩატარებით.
ურთიერთთანამშრომლობის მიზანია "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“ - ის ფარგლებში გარემოზე ზრუნვა, ნარჩენების მართვა, ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა და მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა ლოკალურ დონეზე.
აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა წარმატებები უსურვეს კონკურსანტებს.