ქვემო სვანეთში, ლენტეხის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "დეცეგის" წევრები შეხვდნენ ადგილობრივი საკრებულოს თავჯდომარესა და PR მენეჯერს. მათი ინიციატივაა ლენტეხის მუნიციპალიტეტში განთავსდეს გამაფრთხილებელი ნიშნები იმისათვის, რომ ავტომობილთა სწრაფი მოძრაობა შემცირდეს. ნიშნები იქნება შემდეგი შინაარსის: "იარე ნელა'' გადაარჩინე შენი და სხვისი სიცოცხლე".
ინიციატივა მოიწონეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ და PR მენეჯერმა და ამ ინიციატივის განსახორციელებლად ეკოკლუბის წევრებს თანადგომას დაპირდნენ.
ეკოკლუბმა მათ ასევე გააცნო თავისი მეორე ინიციატივა, რაც გულისხმობს ტრაფარეტების დაყენებას ამაღლების, სკალდისა და მინერალური წყლების მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ტურისტები ინფორმირებულნი იყვნენ, თუ რა ღირსშესანიშნაობები არსებობს ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე.