სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საგანმანათლებლო პროექტის ,,საბავშვო არქეოლოგია’’ ფარგლებში, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, მიმდინარეობდა პრაქტიკული სწავლება-საუბრები არქეოლოგიაზე.
პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებს ჩაუტარდათ ზოგადი საუბრები არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ. ეცნობოდნენ სხვადასხვა ტიპის სამარხებს, დაკრძალვის უძველეს წესს, არქეოლოგიური იარაღებით აღჭურვილები, ხელმძღვანელის მეთაურობითა და დახმარებით, იმიტირებულ გათხრებში ღებულობდენ მონაწილეობას. მსჯელობდნენ მოპოვებულ ნივთებზე და ახდენენ ექსპონატების ფიქსაციას ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში.
მუზეუმ-ნაკრძალის სპეციალისტები ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე ქალაქ სენაკის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ეკოკლუბ „ეკოპი“ წევრებსაც მასპინძლობდნენ, რომლებიც დიდი გულისყურით იყვნენ ჩართული საგანმანათლებლო პროცესში.
ამ ღონისძიებების უმთავრესი მიზანია აზიაროს მოზარდი ჩვენი ქვეყნის კულტურას, მისი შესწავლისა და დაცვის აუცილებლობას.
ყველა მონაწილეს გადაეცა საველე წიგნაკი და "ნორჩი არქეოლოგის" სერტიფიკატი.