27 იანვარს ზესტაფონში, "მომავლის ბიზნეს სკოლის" ეკოკლუბის ინიციატივით ამავე სკოლის მეოთხე კლასში ჩატარდა ხელოვნების გაკვეთილი თემაზე: ფრინველები და გარესამყარო.
მოსწავლეებმა გაეცნენ ერთ-ერთი საინტერესო ფრინველის სახეობას და ჩამოაყალიბეს ისტორია, რომ ფლამინგო (ლათ Phoenicopterus) ფრინველთა გვარი ფლამინგოსებრთა ოჯახისა დღეისათვის მოიცავს სამ სახეობას, ხოლო ადრე მასში ერთიანდებოდა ყველა თანამედროვე ფლამინგოსებრნაირი.
მათ ახასიათებთ გრძელი წვრილი ფეხები და მოქნილი კისერი. შეფერილნი არიან თეთრ-ვარდისფრად, ზოგჯერ ბუმბული წითელშიც გადადის. გააჩნიათ მასიური მოღუნული ნისკარტი, რომლის კიდეებზე რქოვანი ფირფიტებია საკვების მოპოვების დროს წყლის გასაწურად.
ამ სახეობის საქართველოში შემოფრენა 2016 და 2019 წლებში დაფიქსირდა, ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ბუდობს კოლონიურად, ბუდეს იკეთებს დაჭაოებებულ მლაშობებზე.
ეს ფრინველი მოსწავლეებმა აგრეთვე წარმოადგინეს ნახატის სახით და მოაწყვეს ამ ნახატების გამოფენა.