თბილისის N169 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში, რომელიც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მათ მიმართ ტოლერანტობის გაზრდას, რაც უტყუარი წინაპირობაა შშმ პირთა საზოგადოების სრულუფლებიან და სრულფასოვან წევრებად დამკვიდრებისათვის.
მიმდინარე პროექტი „ბულინგი შეზღუდული შესაძლებლობების ნიადაგზე“ მიზნად ისახავს, შეზღუდული შესაძლებლობის ნიადაგზე არსებული ბულინგის აღმოფხვრის გზით, შშმ ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
პროექტის მხარდამჭერია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. ტრენინგს უძღვებოდა ნიკა დონჯაშვილი.
თეორიულ მასალასთან ერთად მოსწავლეები გაეცნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც და მოდელირების გზით გაითავისეს შშმ პირთა წინაშე მდგარი დაბრკოლებები, რასაც იწვევს არადაპტირებული გარემო მათ გარშემო