26 იანვარს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ჭიათურაში “ჭიათურელთა კავშირის“ ოფისში გამართა ღია კარის დღე და საჯარო დისკუსია, რომელსაც ჭიათურის #2 სკოლის ეკოკლუბის წევრებთან ერთად დაესწრნენ და აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჭიათურის N1, N4 და N5 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა და ჭიათურის მოსახლეობამ.
მოსახლეობას სოციალური მუშაკმა და იურისტმა გაუწიეს უფასო კონსულტაციას.
ტრენინგის დასასრულს კი, გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: ცხოვრება და მოქალაქეობა წიაღისეულზე დამოკიდებულ ქალაქში.
დისკუსია შეეხო თანამედროვე სამყაროში ჭიათურისა და მისი მსგავსი ინდუსტრიული ქალაქების ცხოვრების სპეციფიკასა და სირთულეებს, გლობალური კრიზისებისა (პოლიტიკური, ეკონომიკური) თუ ლოკალური კონტექსტის (კულტურა, სოციალური ურთიერთობები) ანალიზის საფუძველზე.
ორგანიზაციის წარმომადგენლები შეეცადნენ გაეცათ პასუხი კითხვას, თუ როგორია სოციალური ცხოვრების ფორმები პრივატიზაციისა და საჯარო რესურსების არარსებობის პირობებში, რა ბუნება აქვს თანამედროვე ეკონომიკურ სისტემას წიაღისეულებზე დამოკიდებული დასახლებების მიმართ და მოქალაქეობისა და სოციალური მობილიზაციის, შიდა დემოკრატიის რა ფორმების გაძლიერების შესაძლებლობები არსებობს - უკეთესი ცხოვრებისათვის.