20 იანვარს, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს №2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ცისარტყელას" წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ნაგურუს უბანში მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისაგან დაასუფთავეს.
ეკოკლუბელებთან ერთად, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა და სკოლის მასწავლებლებმაც მიიღეს.
სოფელ საჩინოს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ გაზაფხულზე, ამავე ტერიტორიაზე გამწვანებისა და კეთილმოწყობისთვის შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებენ.